16 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონს, არ მოგცემთ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ურთიერთბრალდებების და კამათის ფონზე მიმდინარეობს. პროექტის განხილვა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სახეცვლილი რუსული კანონის ვერსია თავს მოახვიონ.

"სუსის ბოდვის გამოყენება, როგორც საფუძველი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დარღვევისთვის, არის უკანონო. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიონ სახეცვლილი რუსული კანონის ვერსია და ასევე საბოტაჟირება მოახდინოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი მხოლოდ ქართულ კანონს იღებს და პროპაგანდა, თითქოს პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, არც ქართველ და არც უცხოელ აქტორებს აღარ გაუვათ.

"საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. რაც ჩვენ მარტში ვიხილეთ, ეს იყო ტიპური "კაგებეს" წიგნებიდან ამოკითხული ტაქტიკები პროპაგანდისა იმის, რომ თეთრს დაერქვას შავი, ქართულს დაერქვას რუსული. რუსული სტილით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა ჩირქი მოსცხოს საქართველოს პარლამენტის. ნებისმიერი საუბარი, თითქოს საინფორმაციო შტურმში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი ისე უცხოელი აქტორები. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში იმის თქმის უფლებას არ მოგცემთ, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონს. ეს პროპაგანდა აღარასდროს არ გაგივათ არც ქართველ, არც უცხოელ აქტორს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები