საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ტარდება.
ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას და გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.