16 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ესპანეთი მასპინძლობს მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, სადაც, მოწვეულია პრემიერ-მინისტრი - ილია გიორგაძე

ესპანეთი მასპინძლობს რიგით მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, სადაც, რა თქმა უნდა, მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, - ამის შესახებ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ევროპული ქვეყნების ლიდერებთან და მის კოლეგებთან.

"იგი დაესწრება გახსნის ცერემონიას და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემატურ განხილვებში, სადაც განხილული იქნება უმნიშვნელოვანესი საკითხები ევროპული ქვეყნებისათვის. რა თქმა უნდა, აგრეთვე, დაგეგმილია მისი შეხვედრები ევროპული ქვეყნების ლიდერებთან და მის კოლეგებთან,"-განაცხადა ილია გიორგაძემ.

დღის ამბები