15 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
თუკი ვინმე "ოცნების" მხარდამჭერი შეიძლება გახდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხში, როგორც ჩანს, ეს არის "ნაცმოძრაობა" - მიხეილ დაუშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთბრალდებები ისმის. პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც გეგმავენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი პარტია "საქართველოსთვის" წევრების აზრით, ისინი აქცენტის გადატანას მათი მისამართით ეცდებიან.

"დღეს ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის ინსტიტუტის იმპიჩმენტისთვის და "ნაცები" და "ქოცები" ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში. ისინი ცდილობენ ისე დაგვანახონ, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაშია ამ თემასთან, არ შედიან სხდომაზე და იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ, რეალურად იქ სხვა, ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც ჩანს. რეალობა არის ის, რომ თუკი ვინმე "ოცნების" მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ამ საქმეში, როგორც ჩანს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". ცდილობენ ეს ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას. პასუხისმგებლობის გადაბრალებაში რა იგულისხმება - უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენ შევალთ ან ვინმე შევა, მაგრამ ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ "ოცნებას" დავეხმაროთ პრეზიდენტის იმპიჩმენტში, რაც აბსოლუტური ტყუილია,"- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

გახარიას პარტიის განცხადებებს აბსურდს უწოდებენ "სტრატეგია აღმაშენებელში". გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემა სწორედ პარტიას "საქართველოსთვის" უნდა.

დღის ამბები