15 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
"გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა" - გიორგი ვაშაძე

"გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა" - ამის შესახებ "სტრატეგია" აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიხეილ დაუშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხში, შესაძლოა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" გახდეს.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ისინი კენჭისყრაზე დასწრებას არ აპირებენ და, შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას ვერანაირად ვერ მისცემენ.

"სტრატეგია აღმაშენებლისგან" და "ნაციონალური მოძრაობისგან" ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენს რომ ლაპარაკობ, შენს თავს იწვავ. გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია უკვე მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ - ხომ კარგად ხართ საერთოდ?! თუ არ ვართ კენჭისყრაზე, ჩვენ შეიძლება მივცეთ ხმა? გარედან, ჰაერიდან მისცემს ხმასო? ერთხელ გავატარეთ, ორჯერ, სამჯერ და ერთსა და იმავეს ჯიუტად რომ იმეორებენ, ეს სხვა არაფერია, გარდა იმისა,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები