16 სექტემბერი 2024,   23:19
ვრცლად
სოფელ ლამბალოში ქმარმა ცოლი მოკლა - გოგონა 14 წლის იყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. არასრულწლოვანი გოგონა 2 თვის გათხოვილი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები