აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის - სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია. მანამდე კი ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის იყო ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხებში თანამშრომლობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ლიდერებმა ისაუბრეს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით . აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასა და სხვა მსხვილ პროექტებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.