06 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 500-ზე მეტ სტრატეგიულ სამიზნეს დაარტყეს - სად არის ყველაზე ცხელი წერტილი

ბოლო 12 საათის განმავლობაში, თელ-ავივსა და მის შემოგარენში სიმშვიდეა, თუმცა ორმხრივი შეტაკებები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. აღნიშნული ადგილი ყველა ცხელ წერტილად მიიჩნევა. ამასთან, ცხელ წერტილად მიიჩნევა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი, ლიბანის საზღვარი.

გარდა ამისა, ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზას სექტორში, ტერორისტული ორგანიზაციის 500-ზე მეტ სტრატეგიულ სამიზნეს შეუტიეს. თავდასხმისას გამოყენებული იყო ავიაცია და საარტილერიო ძალები. სამიზნე ძირითადად, ე.წ. იარაღების საცავები და სხვადასხვა რელიგიური დაწესებულებები, სადაც თავს აფარებდნენ ტერორისტები. ბოლო ცნობით, განადგურებულია ჰამასის რამდენიმე ლიდერი.

ამასთანავე, ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰამასის დაჯგუფების მძევლად რჩება 130-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

 

დღის ამბები