დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ჰამასი და ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს, არის სრული პასუხისმგებელი შემაძრწუნებელ, ტერორისტულ აქტებზე.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი ისრაელს წარსულში მიაწოდეს ისეთი აღჭურვილობა, რომელსაც ისინი ბოლო ორი დღის განმავლობაში თავის დასაცავად იყენებდნენ.
"ისრაელში ბევრმა თქვენგანმა ნახა, რა მოხდა ბოლო 36 საათის განმავლობაში. სცენები მართლაც რომ შემზარავია. ჰამასი და ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს, არის სრულად პასუხისმგებელი შემაძრწუნებელ ტერორისტულ აქტებზე. მე ვუთხარი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას გავუწევთ, მათ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა ისრაელთან, ერთ-ერთ უძლიერეს მოკავშირეს წარსულში მივაწოდეთ ისეთი აღჭურვილობა, რომელსაც ისინი ბოლო ორი დღის განმავლობაში იყენებდნენ თავის დასაცავად", - განაცხადა რიში სუნაკმა.