ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობას, - ამის შესახებ საუბარია ასამბლეის რეზოლუციაში სახელწოდებით "შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი მეტყველებს იმ საფრთხეზე, რომელსაც ის ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის.
აქვე დადასტურებულია ასამბლეის მხარდაჭერა ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფო.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა მის ნატო-ში გასაწევრიანებლად.