06 ოქტომბერი 2024,   21:59
ვრცლად
ჩოხატაურში, ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს.

ქალ ფერმერებს საშუალება ექნებათ, მიწის მცირე ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ.

პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90%. ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც სთავაზობს.

დღის ამბები