20 აგვისტო 2026,   20:29
ვრცლად
სასამართლო თაღლითობის საქმეში ბრალდებული ნოტარიუსებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო თაღლითობის საქმეში ბრალდებული ნოტარიუსებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დაზარალებულია 94 მოქალაქე, მათთვის მიყენებული ზარალი კი 2 მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს. დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ღამის ნოტარიუსის სახელით ცნობილი ნუნუ გინტურია, რომელსაც, თაღლითობის გამო, ბრალი ერთხელ წარდგენილი უკვე ჰქონდა.

პროკურატურამ, თაღლითობის გამო, სულ სამი პირი დააკავა, მათგან ორი ნოტარიუსი, ერთი კი თანაშემწეა. დაზარალებულების ჩვენებით ირკვევა, რომ დამნაშავეთა ჯგუფი, რომელშიც თვითმარქვია მაკლერებიც შედიოდნენ, კლიენტებს დაქირავებულ ბინებს აჩვენებდნენ, შემდეგ კი, ნოტარიუსების საშუალებით, კლიენტებს, გირავნობის ხელშეკრულებების ნაცვლად, ხელს სესხის ხელშეკრულებებზე აწერინებდნენ.

დღის ამბები