06 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ისრაელის რამდენიმე ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმის - "ჰამასმა" ქალაქ აშკელონის და ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ტერიტორიებისკენ 150 რაკეტა გაუშვა

ისრაელის რამდენიმე ქალაქში განგაშის სიგნალის ხმა ისმის- "ჰამასმა", ქალაქ აშკელონის და ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ტერიტორიებისკენ 150 რაკეტა გაუშვა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ რაკეტები გაუშვა ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტის და სამხრეთ ისრაელის ქალაქ სდეროთის მიმართულებით.

რაც შეეხება ისრაელის მოქმედებებს, დღეს, საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა - ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, იმავე რაოდენობის რაკეტა გაუშვეს, რაც 2014 წლის მთლიანი კონფლიქტის დროს - ეს კონფლიქტი თვე ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა- საუბარია ექვსი ათას ბომბზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

როგორც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე ადგილიდან იუწყება, დღეს, 12:00 საათიდან ვითარება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაძაბულია, ხოლო 15:00 საათიდან განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიც.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამაფრთხილებელი სირენებისა და აფეთქებების ხმები ისმის.

"რამდენიმე წუთია შეწყდა თელ-ავივში, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი. სადაც ახლოს ჩამოვარდა რაკეტა. სიტუაცია 12 საათიდან დაიძაბა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მთელი დღის განმავლობაში, სარაკეტო დარტყმის გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა ისმის. "ჰამასი" როგორც ჩანს, საკუთარ დაპირებას ასრულებს, რომ ისრაელს მოუწყოს სისხლიანი პარასკევი. საზღვრის სამხრეთ ნაწილში, იბომბება ყველა მსხვილი დასახლებული პუნქტი. 15:00 საათისთვის, სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ხაიფადან, ქალაქ ტვერიამდე ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალები, გაუვნებელყოფილია ყველა რაკეტა და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს რაკეტები გასროლილი იყო არა ლიბანიდან, არა "ჰესბოლასგან", არამედ ამ თავდასხმის უკან ჩრდილოეთშიც იდგა "ჰამასი".

დღესი მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა გაზრდილია, ამ დროის მონაცემებით რაოდენობა 1420-ზე მეტია და დაშავებულთა რაოდენობა აღემატება 3300. დღეს, დღის განმავლობაში დაზარალდა 12 მოქალაქე ქალაქ აშკელონზე თავდასხმის დროს. მსხვერპლის რაოდენობა ყოველ წუთში იცვლება. ამასთან, ცნობილია რომ, 100-ზე მეტი ტყვედ აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება ღაზას სექტორში. "ჰამასმა" დაადასტურა, რომ მათგან 13 უკვე ცოცხალი არ არის. დარჩენილი მძევლების დახსნას ოფიციალური ისრაელი კატარის დახმარებით ცდილობს და უახლოეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ტყვეთ გაცვლის პროცესის შესახებ," - განაცხადა მიხეილ ხეცოიძემ.

დღის ამბები