16 სექტემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მიმდებარედ კი ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყო. აღნიშნულ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში, 12 კმ-მდე გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი დაიგება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დღის ამბები