06 ოქტომბერი 2024,   21:06
ვრცლად
ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 2700-მდე გაიზარდა - 1000 ადამიანი ნანგრევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 2700-მდე გაიზარდა - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე მონაცემებით, დაახლოებით 1000 ადამიანი ნანგრევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ისრაელის მხარეს კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს. ისრაელი ღაზაზე ინტენსიურ საჰაერო თავდასხმებს განაგრძობს.

ამავე დროს ღაზის სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა - ტერიტორიაზე სულ უფრო და უფრო იგრძნობა წყლის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი. არ არის ელექტროენერგია. გაერო-ს მონაცემებით, ათასობით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ისრაელმა ღაზის მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან "ჰამასთან" ომის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ლიბანში "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის არმიის პუნქტებზე თავდასხმების საპასუხოდ შეტევები განხორციელდა.

 

დღის ამბები