16 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ვეტერანების მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი დავაფასოთ - პრემიერი

"ვეტერანის სტატუსი ეს არის ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას.

„ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. მინდა, მათ, მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი. ბოლო 11 წლის განმავლობაში, არაერთი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო 125 მილიონ ლარს ხარჯავს, რათა ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული.

„10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი. დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 125 მილიონ ლარს ხარჯავს სახელმწიფო იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული. გარდა ამისა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაში. დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. არ ვამბობ, რომ ეს არის დიდი დახმარება, მაგრამ ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი. ამით მთავრობა კი არ ამაყობს, ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. სამსახურის ხელმძღვანელმა სიტყვა დაიწყო წუთიერი დუმილით. პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ძალოვანი უწყებების ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები