06 ოქტომბერი 2024,   20:02
ვრცლად
ათასობით დაღუპული და დაჭრილი ომის მე-11 დღეს - პალესტინის მხარე ისევ ჰუმანიტარულ კორიდორს ითხოვს

ომის მე-11 დღე - ისრაელის ცენტრზე მასიური თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როდესაც გერმანიის კანცლერი ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდებოდა.

ღაზის სექტორში ომის მე-11 დღეს, დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა. ისრაელის მხრიდან კი მსხვერპლი ფაქტობრივად იგივეა - 1400. 7 ოქტომბრიდან დღემდე, ცახალმა ღაზის 5 000 ობიექტზე მიიტანა იერიში. პალესტინის მხარე ისევ ჰუმანიტარულ კორიდორს ითხოვს და აცხადებს, რომ ანკლავში 12 000 დაჭრილია.

ღაზა, რაფახა, ჯამბალია და ჰან იუნისი - ეს ცახალის დღევანდელი სამიზნეებია.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ტერორისტული ორგანიზაციის შტაბ-ბინაც დაბომბეს.

ამ დრომდე ჩაკეტილია ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი - რაფახი, სადაც ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომანქანები ვერ ახერხებენ ღაზაში შესვლას.

ისრაელის ცენტრზე მასიური თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როდესაც გერმანიის კანცლერი ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდებოდა. 

როგორც ტერორისტები აანონსებენ, დღევანდელი ღამე შედარებით მძიმე იქნება. ხვალ, ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ელოდებიან. 

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე.

 

დღის ამბები