06 ოქტომბერი 2024,   20:11
ვრცლად
ღაზას საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი "ბარბაროსი ტერორისტები" არიან - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზას საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი "ბარბაროსი ტერორისტები" არიან. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ამასთან, ნეთანიაჰუ უარყოფს "ჰამასის" მტკიცებას, რომ დარტყმა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს. 

ღაზაში ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას "ჰამასის" ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

დღის ამბები