20 სექტემბერი 2024,   01:54
ვრცლად
სახელმწიფოსთვის 190 000 ლარის ზარალის მიყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 14 პირი ამხილა

კანონდარღვევის ჩადენის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 14 პირი ამხილა.

საქმე ეხება "სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში აღებულ დაახლოებით მილიონ ნახევარ ლარს, რომელი, უწყების ინფორმაციით, გამოყენებული იყო სხვა მიზნებისთვის.

საქმე აღძრულია ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზეც. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 190 000 ლარს აღწევს.

დღის ამბები