20 სექტემბერი 2024,   21:08
ვრცლად
გასროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - ერთმანეთს უცხოელი სტუდენტები და ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდნენ

გასროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს უცხოელი სტუდენტები და ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდნენ, რასაც გასროლა მოჰყვა.

კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

დღის ამბები