პარლამენტში დღეს სახალხო დამცველს მოუსმენენ. სესიაზე ომბუდსმენი აპარატის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს. გათვალისწინებულია კითხვა-პასუხის რეჟიმიც.
დეპუტატები, სახალხო დამცველის საქმიანობასთან ერთად, მისი სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდებიან.