06 ოქტომბერი 2024,   20:05
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე ოლქში, რაკეტებისა და დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო - აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში

ბოლო ამბები უკრაინიდან - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშის ხმა რაკეტებისა და დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში, გავრცელდა ინფორმაცია ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღამის იერიშისას განადგურებულია ყველა - 14 "შაჰედის" ტიპის დრონი და ერთი რაკეტა.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება ქვემეხებით 5-ჯერ დაბომბეს. დაფიქსირდა 13 აფეთქება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 6 მიმართულებით 90-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

 

დღის ამბები