თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მათი დაშავების ხარისხზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
უცნობია ასევე, იმყოფებოდა თუა არა უშუალოდ აფეთქების დროს ვინმე საცხოვრებელ სახლში. წინასწარი ვარაუდით, წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.