06 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 8300-ს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში ომის 25-ე დღეა. ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 8300-ს გადააჭარბა. პალესტინელები ღაზის სექტორში ინტენსიურ საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შესახებ იუწყებიან.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, მათ ღამის იერიშების შედეგად "ჰამასის" ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია შეძლეს, ასევე იერიში მიიტანეს სტრატეგიულ ობიექტებზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, "ჰეზბოლას" მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე ქვემეხებითა და რაკეტებით დაბომბვის საპასუხოდ, ლიბანის სამხრეთ ნაწილში იერიში მიიტანეს ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა მძიმე არტილერიით ღაზას ქალაქ ალ-კუდსის საავადმყოფოს მახლობლად, სადაც სიტუაცია უკვე უმართავია, რადგან სამედიცინო დაწესებულებას თავს 12 000 იძულებით გადაადგილებული მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ კრიზისს, ისრაელის ინფორმაციით, დღეს ღაზაში 39 სატვირთო შევიდა. "იუნისეფი" კი აცხადებს, რომ ღაზაში მარაგების თვალსაზრისით სიტუაცია ყოველ წუთს უარესდება. გაერო კვლავ შეუზღუდავი ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის მოწოდებით გამოდის.

დღის ამბები