06 ოქტომბერი 2024,   21:08
ვრცლად
თურქეთის საგარეო სამინისტრო, ღაზის სექტორში თურქეთ-პალესტინის საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმას გმობს

თურქეთის საგარეო სამინისტრო, ღაზის სექტორში თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმას გმობს.

განცხადების მიხედვით, ისრაელს წინასწარ ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, კოორდინატებიც ამიტომ უწყების განმარტებით თავდასხმას ახსნა ვერ ექნება.

ოფიციალური თურქეთი აცხადებს, რომ მსგავსი არაადამიანური თავდასხმები არღვევს საერთაშორისო კანონს და მოუწოდებს ისრაელს შეწყვიტოს მასობრივი თავდასხმები ღაზის მოსახლეობაზე.

დღის ამბები