16 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას, ისტორიული დღე, თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს მიულოცა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

"დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები და თანამშრომლობა გაგრძელდება და გაძლიერდება, ხოლო ჩვენი პარტნიორობა განუზომელ როლს ითამაშებს ჩვენი ყველა ინიციატივის განხორციელებაში, როგორც ორმხრივ და რეგიონულ, ისე მრავალმხრივ დონეზე," - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმაც. სტუმრებმა ასევე მოისმინეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის − რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვაც. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები. მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები