16 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
მაუწყებლობის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "მაუწყებლობის შესახებ კანონი", რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მისი თქმით, წლების შემდეგ, ევროკავშირს აქვს აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც განახლებულია და კვლავ განახლდება.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ევროკავშირისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, საჭიროა გარკვეული შეზღუდვების დაწესება არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის მიზნით. უკვე რამდენიმე წელია, რაც აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივა სწორედ ამას ემსახურება. ახლახან მიღებული კანონპროექტი აკმაყოფილებს აუდიო-ვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივის პირობებს.” - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და აღნიშნა ისიც, რომ დირექტივაში შესატანია ცვლილებები იმ სენსიტიური საკითხების შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, მედიისა და სიტყვის თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, არასრულწლოვანთა დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციის შორის ხაზის გავლებას ეხება.

“აღნიშნული დირექტივა აწესებს სტანდარტებს, თუმცა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ გარკვეული მოქნილობა ამ სტანდარტების კონკრეტულ ვითარებაში გამოყენებისას. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს კანონმდებლობის დირექტივასთან დაახლოებაზე. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საკითხებს, რომლებიც ჩვეულებრივ რეგულირდება არა ევროკავშირის დირექტივით, არამედ თითოეული წევრი ქვეყნის მიერ, ამის მაგალითი კი უხამსობაა.” - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ ამ პირობების შესრულება უმთავრესია.

“ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ საქართველოს კომუნიკაციების კომისიასთან, როგორც მარეგულირებელ ორგანოსთან, რათა უზრუნველვყოთ მისი დამოუკიდებლობა და წარმოვაჩინოთ მისი მნიშვნელობა” - განმარტა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან.

დღის ამბები