20 სექტემბერი 2024,   01:34
ვრცლად
"შალვა პაპუაშვილს ვაფრთხილებ, მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში" - ლევან ხაბეიშვილი

შალვა პაპუაშვილს ვაფრთხილებ, მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მიწერა წერილი და ვერ მიიღო დადებითი პასუხი სააკაშვილთან "ვივამედში" შესვლასთან დაკავშირებით.

"მე რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში, რადგან არ ვაპირებთ, ეს საქმე ასე დავტოვოთ," – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები