18 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
"ერთიათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები და, პრაქტიკული თვალსაზრისით, ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვეღარავინ განახორციელებს - ამიტომაც, საჩქარო არაფერია" - მამუკა მდინარაძე მანიფესტაციების შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის შესახებ

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევას "ქართული ოცნება" აღარ ჩქარობს. როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ამის საფუძველი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არსებული პოზიტიური მოლოდინია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვინაიდან გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები, „ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს პრაქტიკული თვალსაზრისით ვერ განახორციელებენ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ“.

მდინარაძისვე განმარტებით, კანონზე პრეზიდენტის ვეტო დასაძლევია, რადგან არავინ იცის, მომავალში "რა გამოწვევები იქნება და კიდევ რა მავნებლობას მოიფიქრებენ."

"ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ. თუმცა, ვინაიდან ერთიათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები, ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, ვერ განახორციელებენ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ. ამიტომაც, საჩქარო არაფერია. თუმცა, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და კიდევ რა მავნებლობას მოიფიქრებენ, კაცმა არ იცის. როდესაც საუბარია, რომ მაინცდამაინც უნდა დაუჭიროს ვიღაცამ მხარი იმას, რომ კარვები დადგან რაღაც მოტივით და ააფეთქონ ადამიანები, მგონი, ეს, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველას დასაპრევენცირებელია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები