18 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
"აღენიშნებოდა კონიუნქტივიტის სისხლჩაქცევა - ახალი ძვლოვანი პათოლოგია გამორიცხულია, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია" - ექიმი აკიფ ისმაილოვზე

დაპირისპირება იყო გარდაბნის საკრებულოში - სიტყვიერი კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დაშავდა პარტიის წევრი აკიფ ისმაილოვი, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში თავისა და თვალბუდის მიდამოს ტრავმით გადაიყვანეს.

"პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოყვანისას, ჩივილები იყო თავისა და თვალბუდის მიდამოს ტრავმა. ვიზუალური დათვალიერებით, აღენიშნებოდა კონიუნქტივიტის სისხლჩაქცევა, შეფასდა კონსულტანტების მიერ, გაუკეთდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ წუთას, ახალი ძვლოვანი პათოლოგია გამორიცხულია. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რჩება ემერჯენსის განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა ექიმმა.

დღის ამბები