18 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
„მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან“ - თინა ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებს, ირაკლი ბერაიას პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაყენების შესახებ მიმართა.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან. 

ყველაზე ადეკვატური იქნებოდა თქვენი მოწოდება, რომ მან დატოვოს მანდატი. მაგრამ მინიმალური არის ის, რომ დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, რადგან უკიდურესად შეუსაბამოა ის თავისი პოზიციისთვის. გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, ბატონო შალვა,"- მიმართა თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. 

მომხდარის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.
დღის ამბები