18 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
„როცა ბოდიშს მოიხდით იმის გამო, რაც თეა წულუკიანის მიმართ გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე თქვენ და სამი კოლეგა ქალი“ - შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თინათინ ბოკუჩავას მიმართვას, დაატოვებინონ ირაკლი ბერაიას პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, უპასუხა და განაცხადა, რომ ბოდიში ჯერ მან და „კიდევ სამმა ქალმა დეპუტატმა უნდა მოიხადონ იმის გამო, რაც პარლამენტში თეა წულუკიანის გამოსვლას დროს გააკეთეს“.

"ქალბატონო თინა, თქვენ რომ ხელში ბანერი გეჭირათ, მაშინ, როდესაც აქ ქალი მინისტრი იდგა და იმ ბანერზე რა სამასოიანი სიტყვაც ეწერა, ეს არის უხამსობა. თქვენ რომ ბოდიშს მოიხდით იმის გამო, რაც ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ გააკეთეთ, მერე დადექით მორალურ პედესტალზე თქვენ და სამი კოლეგა ქალი,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები