18 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
„ოპოზიცია ხავსს ეჭიდება - ჩვენი მმართველობის პერიოდი ერთადერთია, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია“ - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტების მიერ ჩინეთში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, განაცხადა, რომ საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობა ხალხის ინტერესებს ემსახურება.

“ბევრ ოპონენტს უნდა, რომ საქართველოს ინტერესები დაზიანდეს, მაგრამ ბულინგის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს პოზიციას არ გადავუხვევთ - საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატებში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს. ბევრი საერთაშორისო ფორმატია და საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატებში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს, რათა საქართველოს ინტერესები უკეთესად იყოს წარმოჩენილი, ეს ყველაფერი ხალხს ემსახურებოდეს. ხავსს ეჭიდება ოპოზიცია, არაფრიდან, გამოწოვილი თემებიდან, ცდილობენ, სკანდალი შექმნან, რაც, მორიგჯერ, უსუსური მცდელობა იქნება. ამ შემთხვევაშიც იგივეა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ფარულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ფარული კომუნიკაცია არ გვქონია“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი „ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია“.

“ჩვენ თუ ჩვენს ოკუპანტებს რაიმე ნაწილში დავუთმობთ ჩვენს ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ უსამართლოები ვიქნებით ჩვენი გმირების ხსოვნის და მოსახლეობის წინაშე. საქართველოს ხელისუფლება, მოსვლის დღიდან, მხოლოდ თავის ხალხს ემსახურება. ჩვენი [მმართველობის] პერიოდი ერთადერთი პერიოდია, როდესაც საქართველოს ოკუპანტის მიმართ არაფერი დაუთმია არცერთ ასპარეზზე, არც საერთაშორისო პლატფორმებზე დიპლომატიური კუთხით, საერთაშორისო სასამართლოებში, არც დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის და ოკუპაციის გზით. პირიქით, გავაძლიერეთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები