18 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
დებატები კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე - დეპუტატები ერთმანეთს კვლავ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟში ადანაშაულებენ

ბრიუსელის შეფასების მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე, დეპუტატები იმას არკვევდნენ, ვინ უშლის ხელს ევროინტეგრაციის პროცესს და დამნაშავეებს ერთმანეთის რიგებში ეძებდნენ. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ მათ სტატუსზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"ქართული ოცნების" წევრებმა დღეს სხდომაზე კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათთვის ცნობილია იმ დეპუტატების გვარები, ვინც კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს ეწევა და ქვეყნის წინააღმდეგ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნეგატიური გზავნილებით ჩადიოდნენ. უმრავლესობის დეპუტატების თქმით, მათ ევროპელ პარტნიორებთან ხშირად უწევთ ოპონენტების ბრალდებების გაბათილება და მათი დარწმუნება იმაში, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

მიიღებს თუ არა საქართველო მიწვევას ბრიუსელიდან - ეს უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება გაფართოების შესახებ, სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება.

დღის ამბები