15 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
„სააკაშვილს პრეზიდენტი ფიზიკურად ვერ შეიწყალებს, რადგან შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება - გამაოგნებელი არაკვალიფიციურობაა გვარამიასგან, რომელიც ერთ დროს მთავარი პროკურორი იყო“ - ალეკო ელისაშვილი

„გამაოგნებელი არაკვალიფიციურობაა იმ ადამიანისგან, რომელიც ერთ დროს მთავარი პროკურორი იყო“, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებას.

მისივე თქმით, „სააკაშვილს პრეზიდენტი ფიზიკურად ვერ შეიწყალებს“.

„სააკაშვილი სამი საქმიდან ერთ საქმეზეა მისჯილი, ორზე სასჯელი არ არის. როგორც კი, ერთ საქმეზე შეიწყალებს, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. მერე მესამეზე შეიწყალოს? ანუ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და, კვირაში ორჯერ, სააკაშვილი იწყალოს? ამას ნიკა გვარამია როგორ ამბობს, გაოგნებული ვარ, რადგან კვალიფიციური იურისტია. წინმსწრებად ხომ არ შეიწყალებს? შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ხომ არ არის, ინდულგენციებს რომ გასცემდნენ? – ეს ასე არ ხდება. ეს იყო ნიკა გვარამიას მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დარტყმა, სამართლებრივად კანონს ჩახედონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ნიკა გვარამია, რომელიც თავადაა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, ახლა სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს.

 

დღის ამბები