09 ივლისი 2024,   05:34
ვრცლად
მსოფლიოში ძალიან არეული სიტუაციაა და, ძირითადად, ამაზე გვექნება მსჯელობა - მადლობა ღმერთს, საქართველოში, ასე თუ ისე, მშვიდობა გვაქვს - ეპისკოპოსი იაკობი სონდის სხდომაზე

ხვალ, ილია მეორის მიწვევით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. წელს, სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. ბოლოს სინოდი 14 თებერვალს შეიკრიბა.

სინოდის წევრები აცხადებენ, რომ მიმდინარე საკითხების გარდა, სხდომაზე საუბარი შეეხება ასევე მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და მშვიდობას.

"მსოფლიოში ძალიან არეული სიტუაციაა და, ძირითადად, ამაზე გვექნება მსჯელობა. მშვიდობა ძალიან სჭირდება მსოფლიოს. ისე, მსოფლიოს განვითარების პერსპექტივა არ ექნება. მე ვფიქრობ, წმინდანების საკითხიც გვაქვს დასაყენებელი. მადლობა ღმერთს, საქართველოში, ასე თუ ისე, მშვიდობა გვაქვს. ჩვეულებრივი შეკრება იქნება, არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს,"- აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობ იაკობიშვილი.

ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგ ახვლედიანი კი აცხადებს, რომ წინასწარ არავინ იცის, თუ რა საკითხები იქნება განხილული სინოდის სხდომაზე:

"პატრიარქის გარდა, არავინ იცის წინასწარ, თუ რა საკითხები გადის სინოდის სხდომაზე. შეკრების შემდეგ, ჩვენ გვექნება შეკითხვები და ჩვენი ხედვები. ოქტომბრის თვეში ვიკრიბებით ხოლმე სინოდის წევრები და რაღაც საკითხები წყდება,"- აღნიშნავს ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგ ახვლედიანი.

დღის ამბები