06 ოქტომბერი 2024,   00:56
ვრცლად
"დროა, აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და მოკავშირეებთან" - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, პირველი ვიზიტის ფარგლებში, გერმანიას ეწვია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, დევიდ ლამი, პირველი ვიზიტის ფარგლებში, გერმანიას ეწვია. საგარეო უწყების ხელმძღვანელი გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევიდ ლამი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დროა, აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და მოკავშირეებთან. სწორედ ამიტომ ვარ გერმანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩემი პირველი ვიზიტით," - წერს ლამი.

დღის ამბები