06 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასემინარი დაიწყო

საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასემინარი დაიწყო. სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის ორგანიზებით ტარდება.

სემინარს, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან, სხვადასხვა ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოსა და რეგიონული მედიის ჟურნალისტები ესწრებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი, ევროკავშირს მადლობას უხდის იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირისა და UNOPS-ის ჩართულობით, ბორჯომში, გაიმართა მედიასემინარი, რომელიც მიზნად ისახავ საგანგებო სიტუაციების დროს სწორ კომუნიკაციას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მედიასაშუალებას მადლობა გადავუხადო ჩართულობისთვის და ევროკავშირს - იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც წლებია, გრძელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

კრიზისული კომუნიკაციის ექსპერტის, იოჰანა რიქსერის განცხადებით, სემინარი საუკეთესო საერთშორის პრაქტიკის გაზიარებას ემსახურება.

"მოხარული ვართ, რომ დღეს ვიმყოფებით საქართველოში, კერძოდ ბორჯომში, სადაც მედიის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული სემინარი იმართება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურება. სემინარი მოიცავს ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხებს საგანგებო და კრიზისული სიტუაციების დროს. იმედი გვაქვს, რომ სემინარი წვლილს შეიტანს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აამაღლებს ცნობიერებას საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით", - განაცხადა იოჰანა რიქსერმა.

დღის ამბები