06 ოქტომბერი 2024,   00:51
ვრცლად
თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის - რომის პაპი

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ამბობს, რომ შეშფოთებულია სამყაროში დემოკრატიის მდგომარეობით. რომის პაპმა ამის შესახებ იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფრანცისკემ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულ პროცესებში მეტი ჩართულობაა საჭირო. მისივე თქმით, შეშფოთებულია, რომ არჩევნებში სულ უფრო ნაკლები ადამიანი მონაწილეობს.

"თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონი დევს კაცობრიობის კეთილდღეობაზე და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება იყოს. კეთილდღეობის გარკვეული ფორმები, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანთა ერთიანობას, წარმოადგენენ სოციალურ ფარისევლობას. ეს არ უნდა დავივიწყოთ. რა დგას სოციალური რეალობისგან დისტანცირების უკან? - ეს გახლავთ გულგრილობა. გულგრილობა და პროცესებში ჩაურთველობა არის დემოკრატიის სიმსივნე," - ამბობს რომის პაპი.

დღის ამბები