ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, პასუხისმგებლობა აიღოს და კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს. თეონა აქუბარდია ბერაიას ბოდიშს არასაკმარისად მიიჩნევს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის.
სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რომელიც მალევე განახლდა, თუმცა ისევ ხმაურისა და კამათის ფონზე. დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ბერაიას თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ელისაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ სიმშვიდისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დარბაზი დაატოვებინა. ის სხდომიდან მანდატურებმა გაიყვანეს.