15 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"დაცვის სამსახურმა მითხრა, ეზოდან დავინახეთ, რომ ვიღაცები გარბოდნენო" - კლინიკის დირექტორი გაქცეული პატიმრების საქმის ახალ დეტალებზე "კურიერთან" საუბრობს

კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმის ახალ დეტალებზე "კურიერთან" "ავერსის" კლინიკის დირექტორმა ისაუბრა. დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებით, პატიმრები სამკურნალო დაწესებულებაში არ შესულან და ისინი ეზოდან გაიქცნენ. მისივე ინფორმაციით, კლინიკამ სამართალდამცველებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გადასცა.

"პატიმრები ეზოდან გაიქცნენ და საგამოძიებო მოქმედებები იქ მიმდინარეობდა. დაიბარეს თუ არაა ვინმე დაკითხვაზე, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. სათვალთვალო კამერებზე მოგვმართეს თხოვნით, რომ მიგვეწოდებინა მათთვის და ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ.

მე არ შევსწრებივარ ფაქტს. დაცვის სამსახურმა მითხრა, ეზოდან დავინახეთ, რომ ვიღაცები გარბოდნენო. სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

საინფორმაციო დაწესებულების ფუნქციონირებას არც გუშინ და არც დღეს რაიმე შეფერხება არ ჰქონია," - აღნიშნა "ავერსის" კლინიკის დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"კურიერის" ინფორმაციით, გაქცეული პატიმრები გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან იყვნენ, მათგან ორი კი არასრულწლოვანია.

 

 

დღის ამბები