15 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"ასეთი ტიპის დახმარების ფული არა ჯარიმებში, არამედ იმაში უნდა იხარჯებოდეს, რომ ასეთი დაჯარიმებები არ მოხდეს“ - იაგო ხვიჩია USAID-ის დაფინანსებულ პროექტებზე

არის თუ არა USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტები სათავო ოფისთან შეთანხმებული. მმართველი გუნდი ადგილობრივი ორგანიზაციის დამოუკიდებელ ქმედებებზე საუბრობს, რომლის შესახებაც, USAID-ის მთავარი ოფისი ინფორმირებული არ არის. საუბარია ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან განხორციელებულ პროექტებზე.

მათ შორისაა გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც „ჯიდიაიმ“ შექმნა და რომლის მიზანია 2023 წლის მარტის და სხვა საპროტესტო აქციების მოქმედი პირების მიმართ დაკისრებული ფინანსური ტვირთის შემსუბუქება.

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ 12 პირს ჯარიმა უკვე გადაუხადა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დაფინანსების ფული ჯარიმებში არ უნდა იხარჯებოდეს.

"ასეთი ტიპის დახმარების ფული უნდა იხარჯებოდეს იმაში, რომ არ მოხდეს ასეთი დაჯარიმებები. ჯარიმებში არ უნდა იხარჯებოდეს ასეთი ფული, თორემ "ქართული ოცნება" იმდენ ჯარიმას გამოწერს, რომ ბოლოს ვერც გადაიხდი,"- აცხადებს ხვიჩია.

დღის ამბები