15 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტშია - ქარსელაძეს ოპოზიციონერები კითხვებს უსვამენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტშია. ირაკლი ქარსელაძემ გასული წლის ანგარიში მინისტრის საათის ფორმატში წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, მათი უმეტესობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაგისტრალური გზის მშენებლობაზე, რომლის ფარგლებშიც, ეწყობა ახალი ხიდები და გვირაბები. მისივე განმარტებით, ახალი პროექტები მოსახლეობის კომფორტზეა გათვლილი და მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ცალკე პროექტები ხორციელდება მეწყრულ ზონაში საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

მიმდინარეობს წყალმომარაგების პროგრამაც რეგიონებში, ასევე სკოლების და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია. აქტიური სამუშაოებია განახლებული რეგიონების ფარგლებშიც.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" 2020 წელს დასასრულებელ პროექტს კიდევ ვერ ასრულებს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი ამბობს, რომ 2023 წელს, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო კახაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოს ყველაზე დიდი სტრატეგია ანაკლიაა.

დღის ამბები