09 ივლისი 2024,   02:37
ვრცლად
თბილისში დიდ გაბარიტებიანი ტრანსპორტის, ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება - კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

საუბარია თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის გამო ჯარიმების გაზრდაზე. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით დიდი ზომის ავტოტრანსპორტისთვის აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმა 100-100 ლარია.

ცვლილების მიხედვით, კი ეს თანხა პირველ ჯერზე ათმაგდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 3 000 ლარი ხდება. პროექტის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება ტრანსპორტის კონკრეტულ კატეგორიაზე, მათ შორის საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებსა და მანქანებზე, რომლითაც ბავშვები, სტუდენტები ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები მოძრაობენ.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები