09 ივლისი 2024,   03:03
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში დავით ჩხიკვიშვილმა ოპერატორებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

ორდღიანი სემინარი ტელეოპერატორებისთვის - კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში დავით ჩხიკვიშვილმა ოპერატორებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

აქცენტი გაკეთდა ამბის ერთი კადრით მოყოლის ტექნიკაზე, გადაღების დაგეგმვის პროცესზე, განათების, ფოკუსის და კომპოზიციის შერჩევის პრინციპებზე. ასევე, კონფლიქტისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების თავისებურებებსა და სტრესის მართვის მეთოდებზე.

 

ავტორი: მაკა გოგებაშვილი

დღის ამბები