09 ივლისი 2024,   03:44
ვრცლად
14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება.

ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღება სურს. განაცხადები, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 2024 წლის 1 თებერვლამდე მიიღება.

დევნილთა განსახლების პროექტის ფარგლებში, 2023-25 წლებში, საცხოვრებლით 13 000-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში 2025 წლამდე საცხოვრებელი 13 000 ოჯახს გადაეცემა.
 
"თბილისში განსახლების მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან დედაქალაქში 2013 წლის პირველ ივნისამდე, ხოლო სხვა ქალაქებში, რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დევნილ ოჯახს აქვს შესაძლებლობა განაცხადი გააკეთოს. გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში 2025 წლამდე 13 000 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი", - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. 
დღის ამბები