09 ივლისი 2024,   02:48
ვრცლად
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები დახურული ცენტრის გახსნასა და თერაპიების აღდგენას ითხოვენ

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები დახურული ცენტრის გახსნასა და თერაპიების აღდგენას ითხოვენ. ცენტრი ილიას უნივერსიტეტის C კორპუსში ფუნქციონირებდა და, მას შემდეგ, რაც იგი ავარიულად გამოცხადდა, დაიხურა.

მშობლების განცხადებით, ცენტრის არსებობა აუცილებელია, რადგან ბავშვების მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება.

მათივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართეს, რათა თერაპიების გასაგრძელებლად, ადგილი გამოყოფილიყო, თუმცა პროცესი ჭიანურდება.

დღის ამბები