09 ივლისი 2024,   03:59
ვრცლად
თბილისის მერიის ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს იგივე მომსახურების მათთვის სასურველ ცენტრში დაფინანსება ცენტრის მიერ მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე შესთავაზეს

თბილისის მერია ეხმაურება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების დღევანდელ პრესკონფერენციას, რომელზეც მშობლებმა დახურული ცენტრის გახსნა და თერაპიების აღდგენა მოითხოვეს.

„თბილისის მერიამ, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ, მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადების გავრცელებისთანავე, "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა ჰაბილიტაციის“ პროგრამის მოსარგებლეთა მშობლებს, იგივე მომსახურების, მათთვის სასურველ ცენტრში დაფინანსება შესთავაზა.

გარკვეულმა ნაწილმა, გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ისინი სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში იღებენ მომსახურებას“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. 

დღის ამბები