09 ივლისი 2024,   04:03
ვრცლად
თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება - მისამართების ჩამონათვალი

7 ნოემბერს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, 7 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე, წყალმომარაგება გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება.

"7 ნოემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, 64 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 16 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, წერეთლის გამზირზე განახლებული მაგისტრალური ქსელის 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად, "ჯივიპის" ტექნიკური ჯგუფები, გადაერთებით სამუშაოებს, ერთდროულად 12 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად, ახალ ქსელზე 30 ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულსა და 6 სახანძრო ჰიდრანტს დაამონტაჟებენ.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას 7 ნოემბერს, დილის 06:00 საათიდან 8 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირის N1-91, აღმაშენებლის გამზირის N199, ევდოშვილის ქუჩა N1-27; N2-20 ბაგრატიონის ქუჩა N50-82; N31-75, აგლაძის ქუჩა N 1,3,5, ფოთის ქუჩა N2-14 , N1-21, ბათუმის ქუჩა N1-23; N2-30, ბათუმის შესახვევს, წინამძღვრიშვილი ქუჩა N176-200, თევდორე მღვდლის ქუჩა N14-48; N13-55; თევდორე მღვდლის 1-ელ და მე-2 ჩიხებს, ქუთაისის ქუჩა N18, ყიფიანის ქუჩა N 23, 24ა, 24ბ, მაიაკოვსკის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, კედიას, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, ლებანიძის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები