09 ივლისი 2024,   03:39
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. ოჯახი სამძიმარს იღებს. "კურიერი" დღეს სოფელ კირბალში იმყოფებოდა, იქ, სადაც გინტურის ოჯახი ცხოვრობს.

მედიის წარმომადგენლები, სოფელში სამართალდამცველებმა შეიყვანეს. მოკლული თამაზ გუნტურის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია. 58 წლის მამაკაცი აგვისტოს ომის ვეტერანია.

ამავე სოფლის მკვიდრია უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილიც. ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცებმა სოფელი დაახლოებით 17:00 საათისთვის დატოვეს და ეკლესიისკენ წავიდნენ. 

"ჩემი მეგობარი იყო [მოკლული]. [ჩემს შვილს] დაარეკინეს 112-ში, მე კარგად ვარ და მიხედეთ, დაჭრილი არის თამაზიო. სანთელი იყიდეს მაღაზიაში და ავიდნენ. ეტყობა, სანთელი უნდა დაენთოთ და ელოცათ. ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი... შეიძლება გაუძალიანდნენ ან რაღაც და გააკეთეს მობილიზაცია... არ ვიცი," - ამბობს ლევან დოთიაშვილის მამა, იური დოთიაშვილი. 

 

დღის ამბები